Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას პასუხობს
ipn.ge
21 December 2014, 10:20
ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრას ეხებოდა.
"ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, კარგი გაანალიზება. შეხვედრა შეხვედრისთვის, მიმაჩნია, რომ არასწორია. შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მეც მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პირველ პირებთან შესაძლო შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა.
"თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ", - განაცხდა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი